ბათუმში გარდაცვლილი ერთ-ერთი ახალგაზრდა მომღერალი გიორგი ხაჭაპურიძეა

17:33 08-08-2017
585

"იბერიას" ინფორმაციით, ბათუმში გარდაცვლილი ორი ახალაგზრდა კაციდან, ერთ-ერთი მომღერალი გიორგი ხაჭაპურიძეა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მეორე - ტრანსგენდერი - ზვიად სახლთხუციშვილია. 

ხაჭაპურიძე სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობდა, მისი მეგობარი კი ფოტომოდელობდა. მათ ბათუმში ბინა ერთად იქირავეს, თუმცა 4 აგვისტოს შემდეგ ისინი არავის უნახავს.

ადგილობრივები მათზე არატრადიციული ორიენტაციის გამო ძალადობაზე საუბრობენ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე