ვლადიმირ პუტინი აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას შეხვდა

17:36 08-08-2017
132

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას პიცუნდაში შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ sputnik-abkhazia ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ პუტინი და ხაჯიმბა მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. 

შეხვედრაზე დაგეგმილია ერთობლივი შეთანხმების გაფორმება, რომელიც აფხაზეთში მცხოვრები რუსი მოქალაქეების უისაფრთხოებას ეხება. შეთანხმების შედეგად, აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები რუსეთის ფედერაციისგან ჯანმრთელობის დაზღვევას და სამედიცინო დახმარებას მიიღებენ.

შეხვედრაზე ასევე დაგეგმილია ორ პრეზიდენტს შორის რუსეთსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობის სხვა საკიტხების განხილვაც.

პირველად, როგორც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში 2013 წელს იმყოფებოდა. მაშინ, შეხვედრაზე, ვლადიმერ პუტინმა და დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები აფხაზეთსა და რუსეთს შორის.

ავტორი: ლილუ მიროტაძე