გიორგი ხაჭაპურიძის ბოლო სკანდალური განცხადება სოციალურ ქსელში - გარდაცვლილი შანტაჟზე საუბრობს

18:52 08-08-2017
2405

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე ორი ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც გაირკვა, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი მომღერალი გიორგი ხაჭაპურიძეა, რომელიც დაახლოებით თვენახევრის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე შანტაჟის ფაქტთან დაკავშირებით წერდა და სამართადამცავ ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებდა.

"ალოო ალოოო. ქალაქის პროკურატურაა? ზუსტად ერთი თვე გადის, რაც ჩემი შანტაჟისთვის პიროვნებაზე გამოძიება გაქვთ დაწყებული. მიუხედავად იმისა ყველა შანტაჟის წყარო გაქვთ მის ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოფოტო მასალა თავის შეტყობინებებით და ჩემი მშანტაჟებელი ჯერკიდევ თავისუფალია ანუ ეკა ბესელია უნდა ვიყო რომ კანონი ჩემთვისაც კანონობდეს ? თქვენ მე შემეწირებით, თავს შეგაკლავთ .... თქვენ ჩემით გაქვთ ხელფასები და ვალდებული ხართ დაიცვათ თქვენი თითეული მოქალაქე უკანონობისაგან....

ხვალ მოგიწევთ ჩემი ატანა თქვენ თუ არ გამოგაჭენოთ ევროპის მაშტაბით სამარცხვინოდ დაგანახებთ თქვენსას უმოქმედებო ჩემი ჯიბიდან გაქვთ ხელფასები და კანონი მე ვერმიცავს უმოქმედებო და უნამუსოებო ნარკომანებო გაგატაროთ პარში დამაცადეთ ხვალ თქვენთანვარ", - წერდა ხაჭაპურიძე.

 



ავტორი: ლილუ მიროტაძე