"მე გარდავიცვალე" - ბათუმში ტრაგიკულად გარდაცვლილი მომღერლის სიმღერა

13:21 08-09-2017
2636

ბათუმში გარდაცვლილი მომღერლის გიორგი ხაჭაპურიძის მეგობარი თეა ჩეჩელაშვილი სოციალურ ქსელში გიორგის ახალი სიმღერის შესახებ წერს:

"სიკვდილამდე 2 დღით ადრ დამირეკა და მითხრა :შენს გარეშე ვერ ავკიდებდიო, ბათუმში მივდივარ და იქ გელიო, ჩემო თეო :((((
....მერე ვფიქრობდი , როგორი სათაური შეურჩევიათქო...:(((
შენ იწინასწარმეტყველე....:((
აგვისტო არ მიყვარდა და აწი უფრო არ მეყვარება, ჩემო საყვარელო და ერთგულო მეგობარო... <3
მეტი არ ვიცი რა დავწერო....ალბათ, შენ მიხდები...:(((", - წერს ჩეჩელაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 2 ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. მათი ვინაობა უკვე ცნობილია. ერთი მომღერალი გიორგი ხაჭაპურიძეა, მეორე კი მოდელი ზვიო სალთხუციშვილი. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.