"ახალი ამბების" ინფორმაციით, შიდა ქართლის შემდეგ რუსმა სამხედროებმა საზღვრის გაფართოება სამეგრელოს რეგიონში დაიწყეს. პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ, რომელის აგვისტოს ომის 9 წლისთავს დაემთხვა, ეს არის პირველი მოქმედება საზღვარზე, სადაც მოქალაქეების გატაცებებიც გახშირდა.
"ახალი ამბების" ინფორმაციით, ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გავლების სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
'საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, დაახლოებით, ორი ჰექტარი მიწა შემოღობეს რუსმა ოკუპანტებმა ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე.
შეგახსნებთ, რომ გასული 2 დღის განმვალობიში გამყოფი ზოლიდან 2 მოქალაქე გაიტაცეს.