სუს-ი ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმის ფაქტს ადასტურებს

11:59 08-11-2017
116

ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმა ე.წ ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს - ამის შესახებ "პრაიმტაიმს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. 

"ვადასტურებთ ხურჩა- ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმის ფაქტს. აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე. აღნიშნული საკითხი განსახილველად დადგება 19 სექტემბერს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე გალში" - აცხადებენ სუსში.