ახალი რუსული მავთულხლართები სამეგრელოში გაჩნდა. საოკუპაციო ხაზი ე.წ. მესაზღვრეებმა რამდენიმე თვის წინ სოფელ ხურჩასთანაც გადმოწიეს, დღეს კი ახალი მავთულხლართები გააბეს. სოფლის გამგებლის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობამ 4 ჰექტრამდე მიწა დაკარგა.
"ადგილობრივებმა შემატყობინეს, რომ მავთულხლართები გააბეს უკვე იმ ბოძებზე. ფაქტიურად დაწყებული ბორდერიზაციის პროცესი დაასრულეს. ხურჩას 4 ჰექტრამდე მიწა წაართვეს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეები სარგებლობდნენ' - ამის შესახებ "ახალ ამბებს' გამგებლის წარმომადგენელმა ბადრი კუჭარუამ განუცხადა.
აღნიშნულ ფაქტს სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურში ადასუტურებენ და აღნიშანვენ, რომ ე.წ უკანონო ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს.