ზალკალიანი: საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახდენს მსოფლიო თანამეგობრობის ინფორმირებას რუსეთი აგრესიული ქმედების შესახებ  

14:21 08-11-2017
71

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო 
მუდმივ რეჟიმში ახდენს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებების შესახებ. დავით ზალკალიანის თქმით, მრგვალი მაგიდის ფორმატში გაეროში შეხვდა გენერალური მდივნის მოადგილეს და მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესების შესახებ. 

"გაიმართა მრგვალი მაგიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ ბორდერიზაციასთან დაკავშირებით. გაეროს თანამეგობრობა დეტალურად არის ინფორმირებული რუსეთის არაკანონიერ ქმედებებთან დაკავშირებით, ასევე იმასთან დაკავშირებით თუ როგორ იზღუდება ადამიანების თავისუფალი გადაადგილების უფლება. მსოფლიო თანამეგობრობა არამარტო ინფორმირებულია ამ პროცესებთან დაკავშირებით, არამედ მათი მხრიდან ჩვენ გვაქვს ადეკვატური რეაგირება" - განაცხადა ზალკალიანმა.