მეცნიერებმა ღორის დნმ, ადამიანისას მიუახლოვეს -

15:39 08-11-2017
108

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ღორების დნმ ადამიანისთვის საშიში რეტროვირუსებისგან გაწმინდეს, რაც საშუალებას მისცემს მედიკოსებს, უფრო მეტი დამაჯერებლობით გამოიყენონ ადამიანის ტრანსპლანტაციისთვის, ღორის ორგანოები.

მეცნიერები ამბობენ, რომ ცხოველის ორგანოს გადანერგვის დროს, ადამიანებისთვის ყველაზე საშიში რეტროვირუსები იყო. ამჯერად, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ღორების დნმ სრულად გაიწმინდა ამ დაავადებისგან და ახლა მისი შესაბამისობა ადამიანის ორგანოებთან პრაქტიკულად 100%-ია.

მეცნიერების თქმით, ამჯერად პრობლემად რჩება ადამიანისა და ღორის იმუნური სისტემის თავსებადობა. როგორც კი მკვლევრები ამ პრობლემასაც გადაჭრიან, მათი აზრით, ღორის ორგანოების გამოყენება გადანერგვისთვის სრულიად უსაფრთხო გახდება.

წყარო;   imedinews.ge

ავტორი: რუსა ღვანიძე