ბრიტნი სპირსის კონცერტის მსვლელობის დროს სცენაზე უცნობი მამაკაცი აიჭრა

16:58 08-11-2017
184

ლას-ვეგასში ბრიტნი სპირსის კონცერტის მსვლელობის დროს მოულოდნელად სცენაზე უცნობი მამაკაცი აიჭრა. პოპ ვარსკვლავის ერთ-ერთი ფანის საქციელის გამო კონცერტი მსვლელობა შეწყდა. დაცვამ ბრიტნი სპირსი და მოცეკვავეები სცენიდან გაიყვანა. მამაკაცი კი სცენიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, რის შემდეგაც მას საკონცერტო დარბაზი დაატოვებინეს.