ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით ჩრდილოეთ კორეას „დიდი, დიდი უსიამვნებები“ ელის, თუ აშშ-ის ტერიტორიას გუამში რაიმე დაემუქრება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ნიუ-ჯერსიში, გოლფ-კლუბში შეხვედრზე განაცხადა. მისი თქმით, გუამის ტერიტორია უსაფრთხო იქნება და ეს საზოგადოებამ უნდა დაიჯეროს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს შეუძლია დამატებითი მკაცრი სანქციები დაუწესოს ჩრდილოეთ კორეას.