მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე, ლიანა ისაკაძე, საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. მუსიკოსი კლასიკური მუსიკის საერთასშორისო ფესტივალში "ღამის სერენადები" მიიღებს მონაწილეობას.
მუსიკალური საღამოები 26, 28 და 29 აგვისტოს ბათუმში, 31 აგვისატოს კი თბილისში გაიმართება.
ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მსოფლიო დონის მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.