ბარაკ ობამა აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება

14:47 08-12-2017
128

სამშაბათს, ერიკ ჰოლდერმა, რომელიც ბარაკ ობამას უახლოესი მეგობარია და ასევე , მისი პრეზიდენტობის დროს გენერალულურ პროკურორის პოსტს იკავებდა განცხადება გააკეთა, სადაც ბარაკ ობამას აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა.

 "ეს არის. იგი მოდის“ - განაცხადა ჰოლდერმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.  

 მისი თქმით, ობამა აქტიურად ჩაერთვება კომიტეტის მუშაობაში.
„ის მზად არის გააფართოვოს ჩვენი პოლიტიკა. ობამა ამ ძალისხმევის თვალსაჩინო ნაწილი იქნება. ობამა აქტიურად ჩაერთვება კომიტეტის მუშაობაში, რომლის საბოლოო მიზანია "დემოკრატების" პოზიციების განმტკიცება საკანონმდებლო ორგანოებსა და წარმომადგენლობით პალატაში“ – განაცხადა ჰოლდერმა. ყოფილი პროკურორის აზრით, მომავალ წელს, შტატების საკანონმდებლო ორგანოების შუალედურ არჩევნებში ჩვეული სქემა შენარჩუნდება. "ეს მართლაც ბრძოლა ჩვენი დემოკრატიისთვის“, - განაცხადა ჰოლდერმა.  

ავტორი:დავით აფციაური