თენგიზ ფხალაძე: საქართველო არასოდეს არ შეეგუება არცერთი მეტრი თავის საკუთარი ტერიტორიის ხელყოფას

15:49 08-12-2017
88

საქართველო არასოდეს არ შეეგუება არცერთი მეტრი თავის საკუთარი ტერიტორიის ხელყოფას - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით განაცხდა. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშად ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტის მომსწრე გავხდით.
„უაღრესად აღმაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დგამს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშად ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტის მომსწრე გავხდით. მით უმეტეს აღმაშფოთებელია და განსაკუთრებით ცინიზმით არის აღსავსე ეს ნაბიჯი, როდესაც ყველაფერი ხორციელდება იმ ე.წ. ვიზიტის ფონზე , როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში და ჩვენ ვხედავთ როგორი სტაბილურობა, ბრჭყალებში მოაქვს მის ასეთ ვოიაჟებს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ , რომ საქართველო არასოდეს არ შეეგუება არცერთი მეტრი თავის საკუთარი ტერიტორიის ხელყოფას და გამოყენებული იქნება ყველა საერთაშორისო მექანიზმები იმისატვის, რომ არამხოლოდ ცალკეული ინცინდენტები, არამედ ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს საქართველოსთან მიმართებაში, ეს დასრულდეს და საბოლოოდ დასრულდეს ის პოლიტიკა, რომელიც პრობლემებს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - განაცხადა ფხალაძემ.