მესტიაში, ბანგურიანის მთაზე ხანძარია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა აცნობა. მისი განმარტებით, ტყიდან ძლიერი კვამლი შეიმჩნევა.
როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე უკვე გასულები არიან.