25 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, დილის შვიდ საათზე, საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობა და ეს ოპერაცია კომუნიკაციების დაცვას ითვალისწინებდა. ქართულ არმიას, აფხაზეთის ეროვნულმა არმიამ, ცეცხლი გაუხსნა. ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მომხდარ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა.
თუმცა აშკარა იყო, რომ ამ აქციით სახელმწიფო საბჭო ავტონომიულ რესპუბლიკაში სეპარატიზმის განეიტრალებას ცდილობდა. საქართველოს პოლიციას წინ მიუძღოდა სოხუმის ბატალიონი სოსო ახალაიას მეთაურობით, რომელიც სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის შემდეგ უბრუნდებოდა დისლოკაციის ადგილს. შემდეგ მოდიოდა შენაერთი თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის დ.ზეიკიძის მეთაურობით.
მეორე შეტაკება გულრიფშის რაიონის დასახლება აგუძერაში მოხდა, რომლის დროსაც განადგურდა ქართველთა ერთი ჯავშანმანქანა. შეტაკება მოხდა აგრეთვე გულრიფშის რაიონ სოფ. მაჭარასთან, სადაც დაიჭრა ერთი ქართველი და დაიღუპა აფხაზი მებრძოლი. პირველი გასროლა ოჩამჩირის რაიონის სოფ.ოხურეისთან მოხდა. კონფლიქტი დაიწყო.
კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20.000-დან 30.000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250.000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2.500-დან 4.000-მდე აფხაზი, 20.000 აფხაზი კი ლტოლვილად იქცა.
ომი, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა, სოხუმის დაცემით დამთავრდა.
იხ.ვიდეო და ფოტოკოლაჟი: