"ამერიკის ყველაზე მოდური ბებია" - "ჩემი სტილი მინიმალისტური, პროვოკაციული და ავანგარდულია"

14:37 08-14-2017
423
საინფორმაციო  პორტალი "Pic-Words"- ის ცნობით, ამერიკელმა სოციოლოგმა, პროფესორმა, 63 წლის ლინ-სლეიტერმა, ინტერნეტში, ნამდვილი სენსაცია მოახდინა. მან, საკუთარი გარეგნობით და ჩაცმის სტილით, ასაკის მიუხედავად, მთელი მსოფლიო და სოციალური ქსელები გააოცა. 

 ლინმა, პოპულარობა პირველად, "New York Fashion Week" -ის ჩვენებაზე მოიპოვა. ფოტოგრაფებმა ის, როგორც მოდის ჟურნალისტი, ან ბლოგერი, ისე დააფიქსირეს.

 მხოლოდ, ამ ინციდენტის შემდეგ გადაწყვიტა პროფესორმა, შეექმნა საკუთარი სამოდელო ბლოგი , "Accident Icon".

63 წლის ლინის სტილი, ცნობილმა ბრენდებმა "H&M", "მანგომ"  და სხვებმა შეაფასეს. მისი ფოტოები, სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში, კომენტარით: "ამერიკის ყველაზე მოდური ბებია".

ლინის სტილი, აშკარად გაოცებას და აღფრთოვანებას.იწვევს.

"რთულია შეაფასო ჩემი სტილი, ის მინიმალისტური, პროვოკაციული და ავანგარდულია. მე, არასოდეს არ ვიღებ ფოტოს, თუ ყოველდღიური სამოსი არ მაცვია. ყოველთვის არ ვთანხმდები ფოტოს გადაღებას. ზოგჯერ, რისკზეც კი მივდივარ. როცა ტანსაცმელს ვარჩევ, ექსპერიმენტებს ვატარებ.

აღსანიშნავია, რომ ლინი, თავის ასაკთან შედარებით, საოცრად გამოიყურება. მოდის მიმდევარი ბებია, იაპონურ მინიმალიზმს და კონსტრიქტიულობას ანიჭებს დიდ უპირატესობას.

ლინის აკაუნტი, უკვე, 230 ათას ხელმოწერას ითვლის, და მისი ერთი ფოტოს მოწონება - 5000-ს.  

თუკი ლინს, რამდენიმე სიტყვით დავახასიათებთ, ის საოცრად მიმზიდველი  და ფუტურიზმის მქონე ქალბატონია. რომელიც  უარყოფს რეალიზმს და ცდილობს შეექმნას ახალი, თითქოსდა თანამედროვეობისათვის შესაფერი სტილი.

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე