შინეიდ ო'კონორი, სუიციდზე ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, ჰოსპიტალიზირებულია

17:06 08-14-2017
501

რამდენიმე დღის წინ, ირლანდიელმა მომღერალმა შინეიდ ო’კონორმა,  გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც აღიარებს, რომ უამრავი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანებიდან ის ერთ-ერთია, რომელსაც ფსიქიკური აშლილობა აქვს.

"ეს ვიდეო გადავიღე იმიტომ, რომ მე, ერთ-ერთი ვარ იმ მილიონი ადამიანიდან , რომლებიც ფსიქიკური  აშლილობით არიან დაავადებულები...   - თქვენთან ერთად ცხოვრება, სითბო და მზრუნველობა მჭირდება. ჩვენ ტვინით დაავადებულები ვართ. ვფიქრობ, რომ თუკი ადამიანს აღმოაჩნდება კიბოს დაავადება, ჩვენ აუცილებლად შეგიყვარებდით, ვიზრუნებდით მასზე, ყველანაირად გვერდში დაგიდგებოდით და არასოდეს მივატოვებდით"... - ამბობს მომღერალი და ფეისბუქის გვერდზე პოსტს და ვიდეოს აქვეყნებს.

 ვიდეორგოლი, რომელიც 12 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს, შინეიდი, ამბობს, რომ ის, აბსოლუტურად მარტოა, და მას საკუთარი მკურნალი ექიმის გარდა, არავინ გააჩნია.

 საინფორმაციო წყარო "lenta"-ს ინფორმაციითამ ეტაპზე, მომღერალი, ნიუ-ჯერსის შტატის, ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიზეზი, რამდენიმე დღის წინ, მის მიერ გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელშიც მუსიკოსი დეპრესიაზე და თვითმკვლელობის სურვილზე საუბრობდა. ვიდეოს გავრცელების შემდეგ სასტუმროსთან, სადაც მომღერალი ცხოვრობს, მისი თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ და დახმარება შესთავაზეს. 

ჩანაწერი, მომღერალმა სოციალურ ქსელში 4 აგვისტოს გამოაქვეყნა, ხოლო, 8 აგვისტოს, იაკობმა დადო პოსტი, სადაც  ნათქვამია, რომ შინეიდს ყველაფერი წესრიგში აქვს და ამ ეტაპზე, ის მზრუნველობის და სიყვარულის გარემოცვაშია.  

"გთხოვთ გამიგოთ. მე, ვერც ერთ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ვფიქრობ რომ ეს ინფორმაცის დაამშვიდებს იმ ადამიანებს, ვისაც ჩემზე გული შესტკივა" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შინეიდ ო'კონორს 10-ზე მეტი ალბომი აქვს გამოცემული. მსოფლიო აღიარება, მას ცნობილმა ჰიტმა, "Nothing Compares 2 U"-მ მოუტანა.

მომღერალს, 4 სამოქალაქო ქორწინებიდან, 4 შვილი ჰყავს.

იხ. ვიდეო:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე