დარიალის ხეობაში, საღამოს 22:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

21:23 08-14-2017
143

 საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში საღამოს 22:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

 ”მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე საღამოს 20:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში”, -ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული.

ავტორი: რუსა ღვანიძე