პოპ ვარსკვლავმა ტეილორ სვიფტმა რადიოდიჯეის დევიდ მიულერს სესუალური შევიწროებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მოუგო. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
აშშ-ში, დენვერის სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ ყოფილი რადიოდიჯეი დევიდ მიულერი სვიფტის წინააღმდეგ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახით სიმბოლურად 1 დოლარის სახის კომპენსაცია დაეკისრა.
სასამართლო პროცესის შემდეგ ტეილორ სვიფტმა განაცხადა, რომ ის მომავალში შეეცდება დაეხმაროს ისეთ ადამინებს, რომელთა უფლებებიც ირღვევა.
„მე ფინანსურად დავეხმარები იმ ორგანიზაციებს, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა უფლებებს იცავენ,“- ნათქვამია მომღერლის განცხადებაში.