საინფორმაციო პორტალი "peopletalk.ru"-ს წყაროს ცნობით, ბრიტანელი მსახიობი ორლანდო ბლუმი და ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, კეტი პერი. 6 თვიანი განშორების შემდეგ, პაპარაცებმა, ლოს-ანჟელესში ერთად დააფიქსირეს.
წყვილმა ერთმანეთი, 2016 წლის იანვარიში, "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონიალზე გაიცნო და თითქმის ერთი წელიწადი გრძელდებოდა მათი რომანი. საქმე ქორწინებამდეც კი მივიდა, მაგრამ, 6 თვის წინ, მათმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ოფიციალური განცხადება გააკეთა:
"სანამ პრესა გაავრცელებს სავარაუდო ინფორმაციებს, მინდა გაცნობოთ, რომ კეტი და ორლანდო, დაშორდნენ, მაგრამ ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება, ყოველთვის ექნებათ" - წერს ორლანდოს წარმომადგენელი.
ამ განცხადების შემდეგ, კეტი, სხვა მამაკაცთან ერთად, არავის დაუფიქსირებია, ორლანდო, კი, ოფიციანტ ვივიან როსთან ერთად შენიშნეს, რომელთანაც ერთი მხიარული ღამე გაატარა, რის შემდეგაც, ოფიციანტი, სამსახურიდან დაითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ, პაპარაცებმა, ორლანდო, ქართველ პიანისტთან, ხატია ბუნიათაშვილთან ერთად სეირნობისას დააფიქსირეს, რის შემდეგაც, გავრცელდა ინფორმაცია, მათი რომანის შესახებ.