რელიგიური ფესტივალი მსხვერპლით დასრულდა - დაიღუპა 11 ადამიანი

10:30 08-16-2017
102
თეგები: მადეირა

მსხვერპლით დასრულდა რელიგიური ფესტივალი მადეირაზე. მომლოცველებს, რომლებიც დღესასწაულს აღნიშნავდნენ, ხე დაეცათ. ინცინდენტის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. 35 დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მათი ნაწილის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ. რა გახდა ხის წაქცევის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული.

ავტორი: ლილუ მიროტაძე