ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში ბზა მასიურად ხმება. ადგილობრივების ინფორმაციით, ხეს ჭია გაუჩნდა, რომელიც მას ანადგურებს.
როგორც მათ "პრაიმტაიმს'' განუცხადეს, ბზა შეწამვლას საჭიროებს, მაგრამ კომპეტენტური ორგანოები რეაგირებას არ ახდენენ.
ბზამ იმერეთის რეგიონში მასიური გახმობა ორი წლის წინ დაიწყო, მაშინ ბზა მასიურად შეიწამლა, მაგრამ როგორც ჩანს, ჭია მაინც გავრცელდა.
ლიზი არსოშვილი