დაკარგული საქორწინო ბეჭედი 13 წლის შემდეგ სტაფილოზე იპოვეს

10:38 08-17-2017
322

კანადელმა 84 წლის მერი გრემმა 13 წლის წინ დაკარგული ბრილიანტის საქორწინო ბეჭედი საკუთარ ბაღჩაში აღებულ სტაფილოს მოსავალში იპოვა.

BBC-ის ცნობით, მერიმ 2004 წელს ბეჭედი მაშინ დაკარგა, როდესაც საოჯახო ნაკვეთს უვლიდა, თუმცა გადაწყვიტა, რომ დაკარგვის ამბავი საიდუმლოდ შეენახა, იყიდა მსგავსი ფორმის, იაფიანი ბეჭედი და ამ დროის განმავლობაში მას ატარებდა. 

გასულ ორშაბათს მისი საიდუმლო მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც მისმა ქალიშვილმა ვახშმისთვის სტაფილოს რეცხვისას, ის ერთ-ერთ სტაფილოზე აღმოაჩინა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე