მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით, 54 წლის კაცი დააკავეს

11:08 08-17-2017
91

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული ნ.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს - 1971 წელს დაბადებულ ლ.ფ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: ლილუ მიროტაძე