"მერე რა, რომ დღეს ვარსკვლავი ვარ, ხვალ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს" - ცოცხალი ლეგენდა, რობერტ დე ნირო, იუბილარია

12:18 08-17-2017
254

დღეს, ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელის, ამერიკელი კინომსახიობის, რეჟისორის, პროდიუსერის და ტრიბეკას კინოფესტივალის დამფუძნებლის, რობერტ დე ნირო, უმცროსის (Robert De Niro Jr)  დაბადების 74 წლისთავია.ვარსკვლავი,1943 წლის 17 აგვისტოს, ნიუ-იორკში დაიბადა.

მსახიობი, თავისი თაობის, ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობადაა აღიარებული, განსაკუთრებით ცნობილია, შავი სამყაროს განგსტერების, კონფლიქტური ხასიათების როლებითა და მრავალწლიანი თანამშრომლობით, კინორეჟისორ მარტინ სკორსეზთან.დე ნირომ,  სახელი გაითქვა ფილმებით: "ნათლიმამა II", "ტაქსის მძღოლი", ცოფიანი ხარი", დიდებული ბიჭები" და "ხელშეუხებლები".

ის, ერთადერთი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც ოსკარი მიიღო ამერიკულ ფილმში, სადაც ინგლისურად თითქმის არაფერს ამბობს („ნათლიმამა II“); ფილმში, ის თითქმის, სულ იტალიურად საუბრობს და მხოლოდ აქა-იქ იყენებს. ინგლისურ ფრაზებს

რობერტ დე ნირო, ამერიკელი მხატვრების ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ: მამა – რობერტ დე ნირო (უფროსი) და დედა – ვირჯინია ადმირალი. დე ნიროს მამა იტალიელ-ირლანდიელი კათოლიკე ემიგრანტების შთამომავალი იყო, ხოლო დედა — გერმანელ-ჰოლანდიელი პრესვიტერიანელი წინაპრების შთამომავალი, ათეისტი.

დე ნიროს მშობლებმა ერთმანეთი, ჰანს ჰოფმანის სამხატვრო სკოლაში გაიცნეს. იგი მხოლოდ ორი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები განქორწინდნენ.

 მან ბავშვობა, მანფეტენის ერთ-ერთ უბანში, პატარა იტალიაში (Little Italy) გაატარა. მისი ბავშვობის მეტსახელი, „ბობი მილკი“ იყო.

რობერტ დე ნიროს ფილმოგრაფია, დაახლოებით 120-მდე ფილმს ითვლის, მათგან უმრავლესობაში, მთავარი როლი აქვს ნათამაშები, მცირე ნაწილში კი, მეორე ხარისხოვანი და უფრო მცირე როლები საკუთარი რეჟისურით.

პირველი ფილმი, რომელშიც სადილის კლიენტი ითამაშა  "სამი ოთახი მანჰეტენში"(1965 წლის 10 ნოემბერს) იყო, ხოლო დღეისათვის ბოლო ფილმია "იმედის სხივების კრებული"(2012 წლის 16 ნოემბერი).დე ნირო, ამავდროულად არის 31 ფილმის, პროდიუსერი.

                         ცოცხალი ლეგენდა - რობერტ დე ნირო:

"ასაკის მატებასთან ერთად ვხვდები რომ ,რაც მეტი იცი, მით უფრო მეტად ამჩნევ, რა არ იცი"...

"ადრე ყველაფერი უკეთ იყო - ტიპის საუბრები. ადამიანები, რომელთაც წუწუნი სურთ, ამის მიზეზს ყოველთვის იპოვიან. დღეს ყველა კომპიუტერებზე და ინტერნეტზე წყრება, ადრე ტელევიზორებს უჩიოდნენ. მანამდე, იქნებ რადიოსაც ლანძღავდნენ, არ მახსოვს"...

"თუ ჩემი შვილები მსახიობის კარიერას აირჩევენ.....თუ ეს მოსწონთ... მგონი, ამ შემთხვევაში ჩემს მშობლებს ვგავარ ძალიან. ჩემგან საერთოდ არაფერს ელოდნენ, მაგრამ მხარს ყველა წამოწყებაში მიჭერდნენ"...

"მერე რა, რომ დღეს ვარსკვლავი ვარ, ხვალ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს — მაშინ ისევე ვიშრომებ და ვეცდები, როგორც ახალგაზრდობაში"...

"ხვალ რომ ვკვდებოდე, ანდერძს დავწერდი. იმ მომენტისთვის, ჩემი ცხოვრება ალბათ აღარ დამაინტერესებდა და შვილებზე ვიზრუნებდი".

"ის ვინც ლაპარაკობს - არაფერი არ იცის.ხოლო ის ვინც იცის, ყოველთვის სდუმს.სწორედ ასე ტრიალებს სამყარო"...

"ცხოვრებას რაც შევამჩნიე გახლავთ,ის რომ ასაკთან ერთად ადამიანს სიფრთხილეც ემატება".

"მიუხედავად იმისა,რომ იტალია დიდი ხანია შეიცვალა,რომი მაინც რომად დარჩა".

"ხშირად მიცვალებულების მშურს კიდეც,რადგან მათ უამრავი თავისუფალი დრო აქვთ".

"დიდ თანხას გადავიხდიდი იმაში,რომ შემესწავლა კარგი რჩევისაგან - ცუდი რჩევის განსხვავება"...

"სრულიად თავისუფალი ვიყავი კარგსა და ცუდს შორის არჩევნის გაკეთებისას. მაგრამ სულის სიღრმეში, ვიცოდი, თუ პირველს ავირჩევდი, ისეთი ცხოვრებით უნდა მეცხოვრა, რომელიც საერთოდ არ მომწონდა. ბოროტმოქმედება — ჩემი ბედი არაა”. - ამბობს რობერტ დე ნირო.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე