ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა ფიქრობს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე, თუ შესაძლებელი იქნება, საკუთარ მოსაზრებებს წარადგენენ და აუცილებელია მმართველმა გუნდმა გაიგოს, რომ კომპრომისი არის შეთანხმება არა მმართველ გუნდში, არამედ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის.
”მნიშვნელოვანია, ”ქართულმა ოცნებამ” გაიგოს, რომ კომპრომისი არის შეთანხმება არა მმართველ გუნდში, არამედ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის. თუკი ეს იქნება მათი ამოსავალი წერტილი, რაიმე კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი იქნება. ჩვენ, ჩვენის მხრივ, წარვადგენთ საკითხებს, რომელზეც საუბარია მრავალი თვეა და რაც ჩვენი მოსახლეობის ინტერესია - ეს არის 2020 წლისათვის მთლიან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და მოქალაქეებისთვის უფლების დატოვება, პირდაპირი გზით აირჩიონ საქართველოს პრეზიდენტი”, - განუცხადა ჟურნალისტებს თინა ბოკუჩავამ.
საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებს ხვალ, პარლამენტის სასახლეში შეხვდება.