ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ელექტროენერგიის ტარიფის მატებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მინისტრმა „იმედთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხს საბოლოოდ სემეკი გადაწყვეტს, თუმცა ტარიფის ცვლილება დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ფაქტორზე - მათ შორის, ლარის კურსსა და განხორციელებულ ინვესტიციებზე.
„მარეგულირებელი კომისია გადაწყვეტს და დაადგენს მეთოდოლოგიის მიხედვით საბოლოო ტარიფს. როცა ხდება გადახედვა, შესაძლებელია რომ შემცირდეს, შესაძლებელია გაიზარდოს. ეს არის ძალიან ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული - მათ შორის, განხორციელებულ ინვესტიციებზე, ლარის კურსზე და სხვადასხვა ფაქტორებზე, რომელიც არის დასათვლელი და შესაფასებელი“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.
„თელასმა“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით სემეკ-ს გეგმური სატარიფო განაცხადით მიმართა.