საუდის არაბეთის სამეფო ოჯახმა პრინც ბანდარ ბენ ფაჰ ბენ საად ბენ აბდელ რაჰმან ალ საუდის გარდაცვალების შესახებ განაცხადა. იუწყება საუდის არაბეთის ახალი ამბების სააგენტო SPA.
პრინცის გარდაცვალების მიზეზები უცნობია. მას 17 აგვისტოს დაკრძალავენ, სამგლოვიარო ცერემონია ელ-რიადში გაიმართება.
აგვისტოში, საუდის არაბეთში, უკვე მეორე პრინცი გარდაიცვალა. 8 აგვისტოს, მედია, პრინც სალმან ბენ აბდალაჰ ბენ თურქი ალ საუდის გარდაცვალების შესახებ იუწყებოდა. მისი სიკვდილის მიზეზებზე ასევე არაფერი თქმულა.
გასული წლის, 19 ოქტომბერს საუდის არაბეთში ერთ-ერთი პრინცი, თურქი ბინ საუდ ალ-ქაბირი სიკვდილით დასაჯეს.
ის მკვლელობაში იყო ბრალდებული.
საუდის არაბეთში იბნ საუდის 5-იდან 7ათასამდე შთამომავალი ცხოვრობს. ისინი ყველა პრინცი-ამირების ტიტულს ატარებენ.