ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ბარსელონაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო. აღნიშნულის შესახებ ტერორისტულმა დაჯგუფებამ განცხადება საკუთარი მედიასაშუალების, Amaq-ის მეშვეობით გააკეთა.კატალონიის შინაგან საქმეთა მინისტრი ბარსელონაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 დაღუპულისა და 50-ზე მეტი დაშავებული შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.
ესპანელმა სამართალდამცველებმა სავარაუდოდ, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაკავება შეძლეს. ეჭვმიტანილი დრის ოუქაბირია.