ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

10:05 08-18-2017
127

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ბარსელონაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

"დაღუპულები და დაშავებულები-ეს არის ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ბარსელონას. მადრიდმა, პარიზმა, ბრიუსელმა, ნიცამ, ლონდონმა იგივე ტკივილი განიცადეს, რასაცა ახლა ბარსელონელები განიცდიან"- განაცხადა რახოიმ. 

17აგვისტოს, დღისით, ბარსელონაში, რამბლეს ქუჩაზე, სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ესპანეთის პოლიციამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია, სულ ცოტა 13 ადამიანი, დაშავდა - 100-ზე მეტი.