ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 18 ქვეყნის მოქალაქეები დაშავდნენ

10:55 08-18-2017
128

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად არანაკლებ 18 ქვეყნის მოქალაქეები დაშავდნენ. ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით France-Presse-ი წერს.  დაშავებულებს შორის არიან ესპანეთის,საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, არგენტინის, ვენესუელის, ავსტრალიის, უნგრეთის, ჩრდილოეთ ირლანდიის, საბერძძნეთის, კუბის, მაკედონიის, ჩინეთის, იტალიის, რუმინეთისა და ალჟირის მოქალაქეები. 

შეგახსენებთ, რომ ბარსელონაში, რამბლეს ქუჩაზე ტერაქტი 17 აგვისტოს მოხდა. სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ესპანეთის პოლიციამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია, სულ ცოტა 13 ადამიანი, დაშავდა - 100-ზე მეტი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.