სპანეთის პოლიცია აცხადებს, რომ მათ რამდენიმე ადამიანი მოკლეს კატალონიის კამბრილსის მუნიციპალიტეტში. ისინი ტერორისტული თავდასხმისთვის ემზდებოდნენ. მანამდე ტერაქტი ბარსელონაში მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტელეკომპანია 24 Horas-ის ცნობით, ლიკვიდირებულია 4 ტერორისტი, ერთი დაჭრილია. არხის ინფორმაციით, მათ თვითმკვლელების ქამრები ეკეთათ. მედიის ცნობით, ისინი აპირებდნენ ბარსელონაში მომხდარი თავდასხმის გამეორებას, რომელსაც 13 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 100-მდე ადამიანი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.