"9-კლასდამთავრებულებს, უმაღლესში სწავლის შესაძლებლობა მიეცემათ" – ჯეჯელავას ახალი ინიციატივა

12:09 08-18-2017
563

განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, სექტემბრისთვის პარლამენტში განათლების შესახებ, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრის ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, თუკი 9 კლასის სკოლადამთავრებულები, პროფესიულ სასწავლებლებში ისწავლიან, მათ საშუალება ექნებათ, სკოლის სრული ატესტატი აიღონ და სურვილის შემთხვევაში, უკვე უმაღლეს სასწავლებელშიც ჩააბარონ.

“გვინდა, ჩავაშენოთ სრული 12 კლასის ატესტატის აღების შესაძლებლობა. ანუ 9 კლასის შემდეგ გამოსულ ბავშვებს, რომლებიც პროფესიულ სასწავლებლებში გააგრძლებენ სწავლას, შესაძლებლობა ექნებათ აიღონ სრული, 12 კლასის ატესტატი და, სურვილის შემთხვევაში, უმაღლესში გააგრძელონ სწავლა“, – აღნიშნა ჯეჯელავამ.

 წყარო:   EDU.ARIS.GE

ავტორი: რუსა ღვანიძე