"ბიბისის" ინფორმაციით, ბარსელონას ტერაქტის შემდეგ 7 წლის ავსტრალიელ ბიჭს ეძებენ. როგორც ბიჭის ბაბუა, ტონი ქენდმანი ფეისბუკზე წერს, მისი შვილიშვილი ჟულიან ქედმანი, ტერაქტისას გმოწვეული ქაოსის დროს დაიკარგა. ბიჭის დედა საავადმყოფოში იმყოფება.
ჟულიანის მამის თქმით, შვილს ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა. მამა უკვე გაემგზავრა ბარსელონაში შვილის მოსაძებნად.