ბარსელონას ტერაქტში მთავარ ეჭვმიტანილად, ესპანეთის პოლიციამ ესპანეთის მოქალაქე, წარმოშობით მაროკოელი, 17 წლის მუსა უკაბირი დაასახელა, რომელიც დრის უკაბირის ძმაა, მამაკაცის, რომლის საბუთებითაც ფურგონი დაიქირავეს.
მუსა უკაბირი დრის უკაბირის ძმაა, რომელიც ადრე ტერაქტების ორგანიზატორად დასახელდა და მისი ფოტო გაავრცელა. მოგვიანებით დრის უკაბირი პოლიციაში თავად გამოცხადდა და განაცხადა, რომ საბუთები მოპარეს.
ამჟამად ეჭვმიტანილის დასაკავებლად ოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.