ბარსელონას ტერაქტის ორგანიზატორები გაზის ბალონებით თავდასხმას გეგმავდნენ

16:35 08-18-2017
102

ესპანეთის ტერაქტების ორგანიზატორები კიდევ ერთ თავდასხმას გეგმავდნენ, რაც გაზის ბალონების აფეთქებას ითვალისწინებდა, როგორც გარდიანი იტყობინება, ამის შესახებ ესპანეთის პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს. მათივე თქმით, პირები, რომლებმაც ბარსელონაში ტერაქტი განახორციელეს და კამბრილსში ტერაქტს გეგმვადნენ, 12-კაციანი ქსელის წევრები არიან.

ბოლო მონაცემებით, ბარსელონაში, წუხელ მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაიღუპა 14 ადამიანი და დაშავდა 100-ზე მეტი. ინციდენტი რამბლას ბულვარზე , რომელიც ტურისტების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს ფურგონი ხალხში შეიჭრა, კატალონიის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან 15 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.