ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ საავადმყოფოებში 59 დაშავებული იმყოფება, აქედან 15 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ კატალონიის მთავრობა იუწყება.
17 აგვისტოს, ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 14 ადამიანი დაიღუპა, 130-მდე კი დაშავდა. აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ აიღო.
ამავე დღეს, ბარსელონასთან ახლოს, ქალაქ კამბრილასში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი თავდასხმა აღკვეთეს. მათ 5 ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს.