"რაც მოხდა ჩემთვის უდიდესი განსაცდელი იყო... ეს იყო პირველი სიკვდილი ჩემ ცხოვრებაში.."

13:35 08-19-2017
3902

მომღერალი ნინა სუბლატი სოციალურ ქსელში წერს, როგორ დაანება მოწევას თავი და საკუთარ გამოცდილებას "ფეისბუქის" მომხმარებლებს უზიარებს:

"და აი! აღსრულდა 1 წელი რაც არ მომიწევია! არა მხოლოდ არ მომიწევია, საერთოდ არც მიფიქრია მოწევაზე, ერთი კოპწია სურვილიც კი არ გამჩენია! 
ხშირად მეკითხებიან რანაირად დავანებე თავი მოწევას, ალბათ ჩემი ჩემთხვევა და მაგალითი მეტნაკლებად გამოგადგებათ, მაგრამ მაინც მოვყვები, იქნებ ვინმესთვის გაჭრას. მოკლედ, ზოგადად აგვისტო ჩემთვის ძაან რთული თვეა ხოლმე, ხან რა უაზეობა და უბედურება გადამხდება, ხან რა; წინა წელსაც ასე მოხდა, პატარა უსაყვარლესი ცუგო ვიშვილე, ჩემი ოცნების ლეკვი, რომელიც დაახლოებით 10 დღეში გარდაიცვალა.

ალბათ მიხვდებოდით, რომ ცხოველებს უფრო ვემეგობრები ვიდრე ადამიანებს და ის, რაც მოხდა ჩემთვის უდიდესი განსაცდელი იყო; ზოგადადაც, ეს იყო პირველი სიკვდილი ჩემ ცხოვრებაში, რომელიც გულთან ახლოს მივიტანე და მივხვდი, რომ ამ მოვლენაში იყო რაღაც ძალიან განსაკუთრებული, რომელზეც სხვანაირად, სხვა ტვინით უნდა მეფიქრა (მერე გამოირკვა რომ მართლა ასე იყო). ფიქრისთვის იზოლირება დამჭირდა და სხვა ქვეყანაში გავეშურე, მაგრამ რომ დავბრუნდი კიდევ ერთი ამბავი დამხვდა: ეხლა აზალია იყო ცუდად, ისე ცუდად, რომ ძალიან ცოტა შანსი ქონდა გამოჯანმრთელების. მოკლედ, ჩემს გაოცებას არანაირი საზღვარი არ ქონდა და მთელ სამყაროს ისე ავუჯანყდი და იმხელა ენერგია ვტყორცნე კოსმოსში, რომ სხვა გზა უბრალოდ არ იყო, ჩემი ცუგო სასწაულებრივად უნდა გადარჩენილიყო! და ასეც მოხდა! საამისოდ დიდი მადლობა გადავუხადე სამყაროს, გადავაგდე ძველი ცუდი ჩვევა და სიახლისთვის და სიკარგისთვის გამოვანთავისუფლე ადგილი. მოკლედ, აზალიას სახელზე, უკვე ერთი წელია რაც არ ვეწევი, გაცილებით ჯანმრთელი ვარ, გაცილებით ენერგიული და სხვა თუ არაფერი, აყროლებული სუნი მაინც არ მდევს თან ❤ წარმატებულ აგვისტოს, კარგ ვიქენდს და სიგარეტის გადაგდებას გისურვებთ!", - წერს სუბლატი. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე