მატარებლის შეჯახების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

15:11 08-19-2017
884

ბათუმში, მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. 44 წლის ქალი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მართვით სუნთქვაზე რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა. 

საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: ლილუ მიროტაძე