"ისლამურმა სახელმწიფომ“ ესპანეთის კამბრილსში ტერაქტის მცდელობაზე პასუხისმგებლობა აიღო

15:39 08-19-2017
89

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ესპანეთის კამბრილსში ტერაქტის მცდელობაზე პასუხისმგებლობა აიღო. ამის შესახებ France24 ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებად სააგენტოზე დაყრდნობით წერს.

ესპანეთის კამბრილსის მუნიციპალიტეტში პოლიციამ ტერაქტის მცდელობა 18 აგვისტოს აღკვეთა. ეს ბარსელონას ტერაქტის შემდეგ მოხდა. 

მედია იუწყებოდა, რომ ლიკვიდირებულია 4 ტერორისტი, ერთი დაჭრილია. მათ თვითმკვლელების ქამრები ეკეთათ. მედიის ცნობით, ისინი აპირებდნენ ბარსელონაში მომხდარი თავდასხმის გამეორებასა.

იმავდროულად, ესპანური მედია იუწყებოდა, რომ კამბილსში ტერორისტები პოლიციამ მას შემდეგ მოკლა, რაც ისინი სატვირთო მანქანით ფეხით მოსიარულეებს დაეჯახნენ. ერთ-ერთი რადიოსადგურის ცნობით, ამ მეორე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა, სამს მსუბუქი ტრავმები აქვს. ვრცელდება ვიდეოკადრები, საიდანაც სროლის ხმა ისმის.

17 აგვისტოს, დღისით, ბარსელონაში, მიკროავტობუსი ხალხით გადატვირთულ რამბლეს ქუჩაზე შევარდა. მოგვიანებით, დიაგონალის პროსპექტზე სატვირთო მანქანით უცნობი პირი პოლიციელებს დაეჯახა, რომლებიც პერიმეტრს იცავდნენ. დაშავდა ორი პოლიციელი.

ბოლო მონაცემებით, ბარსელონის ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა. კატალონიის პოლიციელების ცნობით, დაშავებულთა შორის 34 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე