ფინეთის პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ 4 პირი დააკავა

16:55 08-19-2017
112

ფინეთის პოლიციამ ქალაქ ტურკუში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი კიდევ 4 მაროკოელი დააკავა. ამის შესახებ ქვეყნის კრიმინალური პოლიციის უფროსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იუწყება Reuters. 

მისივე თქმით, ეჭვმიტანილი, რომელიც პოლიციამ მანამდე დააკავა, დუმილის უფლებას იყენებს. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პოლიცია დაადგინა დაკავებული თავდამსხმელის ვინაობა. 18 წლის ეჭვმიტანილი მაროკოს მოქალაქეა. პოლიციამ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერაქტის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 10 ადამიანი. პოლიცია აღნიშნავს, რომ დაღუპულები ფინეთის მოქალაქეები არიან. 

18 აგვისტოს უცნობი პირი ფეხით მოსიარულეებს თავს დაესხა. მან რამდენიმე ადამიანი დანით დაჭრა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე