ბარსელონაში, ტერაქტის შედეგად დაკარგული 7 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

21:55 08-19-2017
2294

ბარსელონაში მომხდარი თავდასხმების შედეგად, რიგით მე-14 გარდაცვლილი 7 წლის ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ტელეგრაფი” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოჯახის წევრებს ბავშვი დაკარგული ეგონათ, თუმცა 7 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილი, ავსტრალიის მოქალაქეა, რომელიც ბარსელონაში დედასთან ერთად იმყოფებოდა. დაკარგული ბავშვის შესახებ ინფორმაცია სიდნეის მცხოვრებმა ტონი კედმენმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოაქვეყნა, რომ ეძებს შვილიშვილს, ჯულიან კედმენს.