თაკო ნაცვლიშვილი შესაძლოა Victoria"s Secret-ის ახალი სახე გახდეს. ქართველი მოდელი ორი დღის წინ ნიუ იორკში კასტინგზე იმყოფებოდა და მათგან პირველი სასიხარულო შეტყობინება უკვე მიიღო. თაკო ნაცვლიშვილი Victoria"s Secret-ის შესარჩევი კონკურსის ფინალურ ტურში გადავიდა.
ცნობილია, რომ ბრენდმა წლის ყველაზე მასშტაბური შოუსთვის სულ 25 ახალი მოდელი უნდა შეარჩიოს. მოხვდება თუ არა თაკო ნაცვლიშვილი ამ სიაში, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.