მართლა მიჰყვება თუ არა დეა ადამია ცოლად დუბაის პრინცს

12:00 08-20-2017
1265
თეგები: დეა ადამია

მშვენიერი დეა ადამია ყოველთვის გამოირჩევა პირდაპირობითა და სკანდალური განცხადებებით. ის ახლახან „ქართული მარშის“ საპროტესტო აქციაზე გამოჩნდა, რაც ბევრისთვის გასაკვირი იყო, რადგან დეა ხშირად მოგზაურობს უცხოეთში და უცხოელების მიმართ კეთილი დამოკიდებულებით გამოირჩევა. იმასაც ამბობენ, პოლიტიკაში მოსვლას აპირებსო. ვნახავთ თუ არა დეას პოლიტიკაში და რა დამოკიდებულება აქვს მას სინამდვილეში უცხოელებისადმი, დეა ჩვეული გულახდილობით გვესაუბრა.
მედეა ადამია
: „ქართული მარშის“ მიერ გამართულ აქციაზე მისვლის  მიზანი იყო, დამეფიქსიებინა ჩემი აზრი უცხო რჯულის ადამიანების საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით, რადგან აქციით მათ აქ ყოფნას აპროტესტებდნენ. ძალიან ჰუმანური პიროვნება ვარ, რასისტი არ ვარ და ყველა მიყვარს, მაგრამ თუ ადამიანს თავისი სამშობლო უყვარს არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ უცხოელებს ასეთი სისტემატური სახით მიჰყიდონ ქართული მიწები. მე ვემხრობი იმას, რომ ჩამოვიდეს ბევრი უცხოელი, ბევრი ბიზნესმენი შემოვიდეს. რაც მეტად გახსნილი იქნება ქვეყანა, უკეთესია, მაგრამ, როცა ჩვენ, ნებისმიერ შავკანიანს თუ ყვითელკანიანს ვაძლევთ მოქალაქეობას და ის  დადის ქართული პირადობის მოწმობით, სადაც უწერია სახელი და გვარი: გიორგი ქართველიშვილი, ეს მომენტი უკვე საკუთარი ერის მოძულება და აბსოლუტური გენოციდია ომის გარეშე. 
– შეიძლება, პოლიტიკაში გნახოთ?
 არცერთ პოლიტიკურ პარტიაში არ ვარ და არც ვაპირებ. ღმერთმა დამიფაროს პოლიტიკოსების ბინძურ ინტრიგებში გახლართვისგან. თუ მომინდა პოლიტიკაში მოსვლა, თვითონ შევქმნი პარტიას. მე ყოველთვის ვდგავარ იქ, სადაც ჩემი ერია და ვაფიქსირებ ჩემს აზრს, ვამბობ სიმართლეს. ძალიან გული შემტკივა იმაზე, რაც საქართველოში ხდება. მიდის გეილიბერალიზაციასა და ელგებეტე საზოგადოების პროპაგანდა. ეს უკანატანდაზიანებული მამაკაცები მომრავლდნენ და არ ერიდებიან ხმამაღლა ყვირილს. იქ ვიღაც ასომოჭრილ კაცს გამოიყვანენ და ყვირის – მე ქალი ვარო. ჰომოფობიაში ნუ ჩამომართმევთ, ჰომოფობი რომ ვიყო, ამ ელგებეტე საზოგადოებას დავუვლიდი და სტალინივით და ჰიტლერივით გავუსწორდებოდი. მე ვარ ქრისტიანი და პირველი მაგალითი ჩემთვის ქრისტეა. თუ ასეთი გზასაცდენილი კაცი შემხვდება, სიტყვიერად ვურჩევ, რომ მათ კიდევ აქვთ შანსი, გამოსწორდნენ. შეურაცხყოფით არასდროს გამოვდივარ, მაგრამ მათ მიმართ კეთილგანწყობილი ნამდვილად არ ვარ. ვინც მაგათი მომხრეა, ღმერთმა უმრავლოს ოჯახში გეიპიდარასტები.
– თითქმის სულ უცხოეთში ხარ, შეიძლება, უცხოელზე გათხოვდე?
– ყველაზე საშინელ  კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენ, რომ უცხოელი მყავდეს ქმრად და საერთოდ, ჩემი კოლხური სისხლი ავრიო უჯიშო წარმომავლობის ადამიანისაში. მთავარია, ქართველობა გაგრძელდეს, ეს არის არა მხოლოდ სამშობლოს და ოჯახის, არამედ საკუთარი თავის ღალატი, როცა სხვა ეროვნების ადამიანს უკავშირებ ცხოვრებას. ბევრისგან გამიგონია – ქართველს როგორ გავყვები, აზიატია, ეჭვიანია,  ჩარჩოებში ჩასმას მოითხოვს. თვით უფალი გეუბნება, კაცს უნდა ემორჩილეობდეს ქალი. ეს არის ბიბლიაშიც, ყურანშიც, თორაშიც. არაქართველი ჩემთვის არ შეიძლება, იყოს თაყვანისმცემელიც კი. 
– გამოდის, რომ შენ გენდერული თანასწორობის მომხრეც არ ხარ...
–  არანაირად არ ვემხრობი გენდერულ თანასწორობას. ვინც გენდერულ თანასწორობას ემხრობა, კეთილი ინებოს და იმუშაოს მუშად, ჩავიდეს გამოქვაბულში „შახტისტად”, თუ მაგარი ტიპია და აქვს პრეტენზია, რომ გათანაბრებულია კაცის ძალასთან. ქალი შეიძლება, იყოს მამაკაცზე ჭკვიანი და ბევრად ცბიერი, მაგრამ სიძლიერით, მამაკაცს ვერ გაუთანაბრდება. უკვე ოცდაათი წლის გავხდი და ოჯახის წევრები ძალიან აქტიურობენ, რომ გავთხოვდე. მე თვითონ არასდროს მიძებნია. თუ შეყვარებული მყოლია, თვითონვე მოვუძებნივარ. ეს ყველაფერი უფალს მივანდე, მან უკეთ იცის, ვინ არის ჩემი მეორე ნახევარი და ის მომივლენს, როცა საჭიროა. ის მომენტი არ მაქვს, ასაკის გამო გავთხოვდე, თორემ მთხოვნელების მეტი რა მყავს. ზოგზე გული მწყდება და ვეუბნები, შენ ჩემი სულიერი ძმა ხარ-მეთქი. ერთი-ორი ბიჭი სახლთან დამხვდა და შევაშინე – ხელწერილს დაგადებინებ-მეთქი. მართალია, ამის გამკეთებელი არ ვიყავი, მაგრამ დისკომფორტია, როცა უცხო ადამიანი სახლთან გხვდება. მე როგორც მოდერნიზებული სიციალიზმის მომხრე ვარ, ასევე ვიქნები ოჯახშიც მოდერნიზებული კონსერვატიზმის მომხრე – მამაკაცი ოჯახში უფროსი უნდა იყოს და შვილები ტრადიციებზე აღიზარდონ.
– შენზე ამბობდნენ, რომ დუბაის პრინცს მიჰყვები ცოლად. ეს სიმართლეა?
– მოგეხსენებათ, ჩინეთში ვმუშაობ ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში, საიდანაც  მივლინებით მგზავნიდნენ სხვადახვა ქვეყანაში. ერთ-ერთი ვიზიტის დროს, დუბაიში სამეფო ოჯახს შევხვდი, რომელთან ერთადაც ფოტო გადავიღე. თუმცა, ფოტოზე მარტო მე და პრინცი არ ვყოფილვართ, ერთობლივი ფოტო იყო. გავუგზავნე ჩემს დაქალს, რომელსაც, უბრალოდ, ვაჩვენე, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. მან თვითონ ვერ გაბედა და გადაწყვიტა, ვიღაც ჟურნალისტისთვის მიეცა ფოტო და სკანდალი აეგორებინა, რასაც მოჰყვა ჭორი, რომ პრინცზე ვთხოვდები. მეც წავიღადავე – კი, გჯეროდეთ-მეთქი. რა სისულელეა, დუბაის პრინცი კი არა, ვინც არ უნდა იყოს, გამორიცხულია, უცხოელზე დავქორწინდე. სერთოდ, მე არ ვცნობ მეფეებს, რადგან ჩემგან წამოვიდა მთელი სამეფო დინასტია და ყველა ადამიანი. ჯერ იყო ადამი, საიდანაც წარმოიშვა ჩემი გვარი –  ადამია. ჯერ მე მოვდივარ ადამისგან  და მერე ყველა დანარჩენი.

იხილეთ სრულად