სამეფო ოჯახის წევრთა ცხოვრება საზოგადოებაში ქცევის სხვადასხვა წესებთან და განსაკუთრებულ ეტიკეტთან არის დაკავშირებული. მათ შორის გამონაკლი არც ქეით მიდლტონი გახლავთ. ის ყოველთვის უარს ამბობს ავტოგრაფებზე, ამის მიზეზი კი ბრიტანეთის სამეფო კარის წესები გახლავთ. სამეფო ოჯახის წევრები ავტოგრაფებზე ყოველთვის უარს ამბობენ, ამის მიზეზი ის გახლავთ რომ მათი ხელმოწერა ყალბი ფინანსური დოკუმენტებისთვის არ გამოიყენონ.
გარდა ამისა, ქეით მიდლტონი ვალდებულია გააკონტროლოს საკუთარი ლუქები და დაიცვას სამეფო ოჯახის სტილი. მისი კაბები არ შეიძლება იყოს გამჭვირვალე და ძალიან მოკლე ან პროვოკაციული. ასევე მას აკრძალული აქვს მონოპოლის თამაში, მოლუსკების მირთმევა და სადილის ბოლომდე ჭამა.