დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II პრინც ჩარლზის სასარგებლოდ ტახტიდან გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ გამოცემა "თაიმსი" მონარქთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თქმით, სანამ დედოფალი თავს ჯანმრთელად გრძნობს და თავისი მოვალეობების შესრულებას შეძლებს, ის ტახტიდან არ გადადგება.