(Exclusive) ქრისტინე იმედაძის ყოფილი მილიონერი შეყვარებული დაინიშნა - წყვილის ფოტოები

11:43 08-21-2017
4735

 

ქართველი მომღერალი, ქრისტინე იმედაძე და მოტომრბოლელი, თორნიკე ქებურია(თოშა), რამდენიმე ხნის წინ ერთმანეთს დაშორდნენ.

თოშა, ქართველი მილიონერის, ბუბა ქებურიას ვაჟია.

შეგახსენებთ, რომ, ქრისტინემ ოჯახი, 24 წლის ასაკში შექმნა, მისი მეუღლე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ლაშა ჯაკობია იყო, მათმა ქორწინებამ წელიწადნახევარს გასტანა. წყვილს ქორწინებიდან ჰყავს გოგონა ტაისია.

17 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ თოშას, საფრანგეთში, ულამაზეს მოდელთან, ქეთა ჟღენტთან ჰქონდა ნიშნობა. თორნიკემ ქეთის, ულამაზესი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა და მალე გრანდიოზული ქორწილის გადახდასაც გეგმავს.

ქეთა, 19 წლის სტუდენტია, რომელიც საფრანგეთში სწავლობს. მოდელი, სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავეა,  დედა, ლიკა შენგელიაც, რომელსაც 5 შვილი ჰყავს, ასევე, ცნობილი მოდელია.

ქეთაც, დედის კვალს გაჰყვა და 17 წლის ასაკში მან უკვე, დიდ წარმატებას მიაღწია. მოდელი, ჰონკონგში,  სააგენტო, „ელიტმა“ მიიწვია.

ავტორი: რუსა ღვანიძე