„დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა საქართველომ“ მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის ერთიანი კანდიდატები წარადგინეს. „დემოკრატიული მოძრაობისა" და „თავისუფალი საქართველოს" მერობის კანდიდატი კახა კუკავა იქნება. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე იქნება. მისი თქმით, გაერთიანებულმა პოლიტიკურმა ძალებმა პარტიული ინტერესები ერთიანობისთვის გადადეს უკან.
„მიუხედავად იმისა, რომ „დემოკრატიულ მოძრაობას“ ჰყავს ძალიან ღირსეულ კანდიდატი თბილისის მერის თანამდებობაზე, ჩვენ, ერთობლივი შეთანხმებით, ოპოზიციური ერთობისთვის გადავწყვიტეთ, რომ ასევე ღირსეული ადამიანი წარმოვადგინოთ თბილისის მერის კანდიდატად - კახა კუკავა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად, ასევე ღირსეული ადამიანი დიმიტრი ლორთქიფანიძე“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.