კახა კუკავა:"ჩვენ ვეცდებით ამომრჩეველს ქონდეს არჩევანი ლიბერალურსა და ეროვნულს შორის"

12:41 08-21-2017
132

,,დემოკრატიული მოძრაობისა“ და ,,თავისუფალი საქართველოს" მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ პოლიტიკურ პარტნიორებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა რომ აღნიშნული გაერთიანება საზოგადოებას ნამდვილი არჩევანის საშუალებას მისცემს. მისი თქმით, პარტია უახლოეს დღეებში ამომრჩეველს წარუდგენს საინტერესო პროგრამას სადაც იქნება როგორც ეკონომიკის, ასევე არალეგალური ემიგრაციის და სხვა სფეროების შესახებ ბევრი ნოვატორული წინადაადებები. 

„ჩვენ გვაქვს ერთად ბრძოლის გამოცდილება როდესაც 2011 წლის 26 მაისს ვიდექით ერთად რუსთაველის გამზირზე და მაშინ ჩვენი ბრძოლა გამოდგა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფურცელი წინა ხელისუფლების დასრულებაში და დარწმუნებული ვარ ჩვენ ახლაც შევიტანთ წვლილს დღევანდელი მახინჯი, კოაბიტაციური სისტემის დასრულებაში. ამავდროულად მე ვფიქრობ რომ ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა- ჩვენს ამომრჩეველს შევთავაზოთ რეალური არჩევანი. დღემდე საქართველოში წარმოდგენილი ყველა პარტია არის ერთი და იგივე იდეოლოგიის, ესენი არიან სხვადასხვა ლიბერალური პარტიები, რომლებიც ყველაფერ ეროვნულს წარმოადგენენ, როგორც ჩამორჩენილს და ცდილობენ მის მარგინალიზაციას, უკანასკნელი 2 ათეული წლის მანძილზე. ჩვენ მე და ბატონი დიმიტრი ერთად და მთელი ჩვენი გუნდი ვეცდებით, ჩვენს საზოგადოებას შევთავაზოთ თანამედროვე, ახალი ტიპის ძალა, ეროვნული პროგრამით, რომ ჩვენს ამომრჩეველს ქონდეს არჩევანი არა ლიბერალურსა და ლიბერალურს შორის, არამედ ლიბერალურსა და ეროვნულს შორის. ჩვენ უახლოეს დღეებში საზოგადოებას წარვუდგენთ ძალიან საინტერესო პროგრამას სადაც იქნება როგორც ეკონომიკის, ასევე არალეგალური ემიგრაციის და სხვა სფეროების შესახებ ბევრი ნოვატორული წინადაადებები.“- განაცხადა კახა კუკავამ.